logo_geo
eng_logo
თემურ კუპატაძე: ხაბეიშვილი არის ქვეყნისა და ქართული პარლამენტის სირცხვილი
- +

10 ნოემბერი. 2021. 15:34

 

„ხაბეიშვილი არის ქვეყნისა და ქართული პარლამენტის სირცხვილი“, - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თემურ კუპატაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ეგ და ის ადამიანები, რომლებიც მოდიან და პოლიციელების პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობენ, ჩქმეტენ პატარა ქალებივით და მდგომარეობიდან გამოჰყავთ ისე, რომ კამერებთან არ დაფიქსირდეს - არიან კეკლუცი, კამერების წინ მოთამაშე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოლიციელებს მოსცხონ ჩირქი და მოახდინონ მათი დისკრიმინაცია, რომ ხვალ და ზეგ პოლიციელს შეეშინდეს მათი. რასაც ეს ამბობს, ვითომ მინდა ვიყო პოლიტიკოსი (ხაბეიშვილი) წავიდეს, დათვალოს ჩემი შემოსავლები და მაგის მიხედვით ისაუბროს ან წარმოადგინოს ერთი ჩემი ოჯახის ბიზნესი და მერე ან მე წავალ დაკავებული თანამდებობიდან ან ეგ წავიდეს პოლიტიკიდან“, - განაცხადა თემურ კუპატაძემ.

 

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner