logo_geo
eng_logo
პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად
- +

10 ნოემბერი. 2021. 15:38

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად.

 

პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

 

„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.

 

აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.

 

„ტელეიმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე - მოსამართლე ექსპრეზიდენტის და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალზე სწორედ დღეს იმსჯელებს.

 

სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

 

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner