logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს
- +

10 ნოემბერი. 2021. 17:40

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

მანამდე, ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ.

 

„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

საპასუხოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.

 

„სასამართლომ გითხრათ, რომ ტექნიკურად თუ გნებავთ, კი ბატონო, დაწყებულ პროცესზე შემოსვლა უწყვეტობის პრინციპთანაც არაა შესაბამისობაში“, – განაცხადა მოსამართლემ.

 

„მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ“, – დასძინა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner