logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

10 ნოემბერი. 2021. 22:50

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

 

შეხვედრისას, მხარეებმა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. ელჩი, რომელიც არის მედიატორი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაინტერესდა რა შეიძლება გააკეთოს შვეიცარიამ კონფლიქტებთან მიმართებაში. „განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის  უფლებებს, მათ შორის, ბავშვებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე და ქართული კვალის წაშლის მცდელობებზე, რაც ეკლესიების გადაღებვას და ფრესკების წაშლას უკავშირდება“, - განაცხადა შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს ხედვაზე ისეთ გლობალურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ნატოს ჯარების გაყვანა ავღანეთიდან. საუბრის თემას წარმოადგენდა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საკითხი და როგორ აისახება ეს დაპირისპირება საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე.

 

მხარეებმა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. დიპლომატი დაინტერესდა სამშვიდობო ინიციატივით, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი  და სამმხრივი ურთიერთობები მოიაზრება.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ  პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა შვეიცარიის ხელისუფლებას როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, საქართველოში ისეთი პროექტების თანადაფინანსებისთვის როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, განათლება, სოფლის მეურნეობა და რეგიონული განვითარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner