„გვარამიამ სააკაშვილი დაუძლურებულად და გიჟად ხომ გამოაცხადა და, მგონი, ჰგონია, რომ ინგლისურიც დაავიწყდა, ისეთი კმაყოფილი ყვებოდა სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილის შინაარსს!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დილით მაგ წერილს რომ მიუტანთ და წაიკითხავს, მისი რეაქცია არ დაგვიმალოთ!
თქვენი მოსატყუებელი კბილით 41 დღეა, არაფერი დაუღეჭავს და ფრთხილად იყავით, ის კბილი არ გაგკრათ!“, - წერს მძინარაშვილი.