დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 563 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 771 381 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 705 312, გარდაიცვალა 10 739 პაციენტი.