მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებასა და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.
ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.