„სახელმწიფომ როგორ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას სიმართლე? ერთადერთი რაც ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია არის ის, რომ თვალნათელი გახადოს ყველაფერი და გვანახოს ის, თუ როგორ არ ემორჩილება პატიმარი სააკაშვილი ბადრაგებს; როგორ ემუქრება მათ, როგორ ამტვრევს დანადგარებს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების შესახებ, სადაც ჩანს, როგორ აყენებს სააკაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფას ციხის თანამშრომლებს და ამტვრევს სამედიცინო ტექნიკას.
„არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც შეიძლება მოსწონდეს ნებისმიერი პატიმარი როგორ შეჰყავთ სადმე ძალით, ძალით იმიტომ, რომ ის არ ემორჩილება ბადრაგებს და ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის მიმართ გამოიყენება იძულებითი წესით გადაყვანა, შეყვანა და ა.შ... რაც ვნახეთ ეს კადრები, ჯერ მარტო იმიტომ რომ ის პატიმარი იყო ჩემი ქვეყნის პირველი პირი ნამდვილად არ მეხამუშა, რადგანაც მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანას მართავდა სწორედაც ასეთი ფსიქიკის პატრონი ადამიანი.
სააკაშვილი კი არა, ვინც გინდა იყოს, მისი გადაყვანა, წელზემოთ ნახვა და ა.შ არაა სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ეს კადრები სახელმწიფომ თავისი ნებით გაუშვა? ამდენი დღეა გვარამია და მისი ძმანი ყველას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი სულ თმებით ათრიეს, სცემეს, აწამეს და რაც მთავარია, სააკაშვილი არის უძლური, დასუსტებული, ნაშიმშილარი და ამისთვის სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხიო..
ახლა მაქვს კითხვა, როდესაც ასეთი ბრალდებებია, ამ დროს სახელმწიფომ როგორ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას სიმართლე? ერთადერთი რაც ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია არის ის, რომ თვალნათელი გახადოს ყველაფერი და გვანახოს ის, თუ როგორ არ ემორჩილება პატიმარი სააკაშვილი ბადრაგებს, როგორ ემუქრება მათ (ეს მისი სტილია), როგორ ამტვრევს დანადგარებს და ა.შ... კიდევ ვიმეორებ, მეორედ ვერ/არ ვნახავ იმას რაც დღეს აჩვენა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ რატომ აიძულებთ იმას, რაც თვითონაც არ სიამოვნებს ხელისუფლებას? რატომ აბრალებთ და რატომ იტყუებით რომ ის თურმე, რომელიმე პატიმარზე ძალადობს, აწამებსა და არაადამიანურად ეპყრობა? აი რატომ იგონებთ? სააკაშვილს თავისივე ადვოკატები ,,უჩალიჩებენ“ გეუბნებით რა... რიგით, მართლა რომ არავინ იცის ისეთ პატიმარს უკეთებენ ციხეზე ოპერაციებს და ხელის გულზე დაჰყავთ და როგორ გგონიათ, სააკაშვილს ვინმე სადმე შეეხება? სახელმწიფო ასეთი დებილი გგონიათ? არავინაც არ ეხება და მართლა ყველა ზედ ჰყვება და რატომ იგონებთ ამ ყველაფერს და რატომ აყენებთ თვითონ სააკაშვილს ასეთ, სასაცილო და საბრალო სიტუაციაში? მრცხვენია მართლა, რომ ასეთი არსება იყო ჩემი ჯარისკაცების მთავარსარდალი მიიყვანეს გლდანში და ალბათ, გაახსენდა ყოველი მისი ბრძანება, რაც გაუცია პატიმრების წამების მიზნით და ამიტომაც არ გადმოდიოდა მანქანიდან ამიტომ ჩავარდა პანიკაში, მაგრამ ვერავინ და პირველ რიგში, ვერც სააკაშვილი ვერ მიხვდა ერთ რამეს, 2012 წლის შემდეგ არავინ, არავინ აწამებს პატიმარს, არავინ!
ყველა ყველას იცნობს, ყველას ჰყავს პატიმარი ნაცნობი და გაიკითხეთ, ასეთი რთულია ამის გაგება? მოკლედ და შევეცდები მეტი არ შევეხო პატიმარი სააკაშვილს საქმეებს... მაგ კაცმა დააშავა და პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე და არის ციხეში და მან უნდა მოიხადოს ეს სასჯელი და დააცადეთ რა... სულ ნუ შეაზიზღეთ მთელ მსოფლიოს ეგ საცოდავი კაცი... ხომ მართლა, აბა ჯვარს არ მაძლევენო სააკაშვილმა? კარგით ხომ, არ დაგღლით და კიდევ და ალბათ, ბოლოჯერ ვიძახი: ალალად მრცხვენია, რომ ასეთი ფსიქიკის ადამიანი იყო ჩემი ქვეყნის პირველი პირი.
პ.ს.: ნუ უგონებთ სახელმწიფოს ტყუილებს, თორემ, ხომ ხედავთ, იძულებულს ხდით, სიმართლე გვაჩვენოს!!!“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.