„სტრასბურგთან ერთად, შარლატან „მოშიმშილე" სააკაშვილს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა. ფაქტობრივად, ხელები დამიბანიაო, ოდენ ვფიქრობ მასზეო“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თანაც უკრაინის ლიდერმა განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე: რაც შეეხება საინტერესო ადამიანს, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს. მე არ ვიცოდი, რომ ის საქართველოში წავიდა ამა თუ იმ გზით. მე ვიყავი ფრიად გაკვირვებული იმის გამო, რომ ეს პრესიდან გავიგე. მას ყველა ეძებდა და შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის უკვე საქართველოშია. პირველი სიგნალი იყო, რომ ის ბათუმშია. შემდეგ ის უკვე დააპატიმრეს. გულწრფელად, რომ გითხრათ როგორია ჩემი დამოკიდებულება ამაზე? მე როგორც პრეზიდენტი უნდა ვფიქრობდე მასზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. თუ რატომ მოიქცა ის ამგვარად, ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე გაეცით ამაზე პასუხი. იყო იქ [საქართველოში] ადგილობრივი არჩევნები და, ალბათ, იფიქრა, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური ნაბიჯი. ალბათ, მე არ ვიცი. არ მსურს ამის დადასტურება. მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ვიცოდი.
მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. ის ხომ ხელისუფლების წევრია და ეს არაა მართებული. აუცილებელი იყო ყველა დეტალისა და რისკის გათვლა ჩვენი სახელმწიფოსთვის იმაზე თუ რაც მოხდა“, - წერს გია აბაშიძე.