„ისინი {ნაციონალური მოძრაობა} ოდნავადაც არ შეცვლილან უკეთესობისკენ, პირიქით, ასმაგად დაბოღმილები, სისხლიან რევანშზე ოცნებობენ, როგორც გამოუსწორებელი ავადმყოფები და სადისტები“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
„გააკეთეთ უმარტივესი ანალიზი: როგორც სააკაშვილის, ისე მისი მიმდევრების ყოველი მეორე მიმართვა ოპონენტებისადმი შეიცავს „პუტინის მონა“ და მსგავს სიტყვებს. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ოპონენტები იქნებიან განადგურებულები, ჯაშუშების და „ხალხის მტრების“ იარლიყით და ნაცების ნებისმიერი „ბლა-ბლა-ბლა“ შერიგებაზე, მონანიებაზე, შემწყნარებლობაზე, არის მათი შარლატანი ლიდერის სტილის შარლატანობა, ტყუილი და თავის მოკატუნება, როგორმე ხელისუფლების ისევ ხელში ჩაგდების მიზნით, რის შემდეგაც ყველა დარწმუნდებით, რომ ისინი ოდნავადაც არ შეცვლილან უკეთესობისკენ, პირიქით, ასმაგად დაბოღმილები, სისხლიან რევანშზე ოცნებობენ, როგორც გამოუსწორებელი ავადმყოფები და სადისტები“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.