logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე გიორგი ბურჯანაძეს: არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო
- +

11 ნოემბერი. 2021. 21:08

 

 

 

„გიორგი ბურჯანაძესთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმი გვქონდა, ყოველთვის დროულად იღებდა პასუხს ყველა კითხვაზე, და ყველა შესაძლო მიმართულებით ვთავაზობდით ჩართულობას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იგი ჩვენი დამოკიდებულების მიმართ მადლიერებას გამოხატავდა. სწორედ ამიტომ რბილად რომ ვთქვათ ძალიან გამიკვირდა მისი მხრიდან ერთი კითხვის დასმის გარეშეც კი ჩემი გაიგივება რუსულ ნარატივთან და ტაშების ფონზე რუსული არხის პროპაგანდისტული არხის ბმულზე ჩემი მონიშვნა პირად ფეისბუკის გვერდზე“, - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 „მე არასოდეს გამომიხატავს ინტერესი მისი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ და, არც ახლა ვკითხულობ მის პოლიტიკურ სიმპატიებს, თუმცა მისი, როგორც ობიექტური დამკვირვებლის მიმართ, არგუმეტებით გაუმყარებელი პოლიტიკური პოსტის შემდეგ, რომელიც ჩემს მიმართ მინიმუმ უსაფუძვლოა, კითხვის ნიშნები გამიჩნდა.

გიორგი, არსებობს წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო. ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, რომელსაც შენ უსამართლოდ გადააბიჯე.

არასოდეს ვსაუბრობ მსგავს საკითხებზე და არ ვყვები პირად ისტორიებს, მაგრამ ახლა კი რამოდენიმე სიტყვით უნდა ვთქვა შემდეგი.

დიახ ოკუპაცია და ჯარი ჩემთვის წითელი ხაზია. იმასაც გეტყვი, რომ 89 წლის 9 აპრილს როდესაც ოკუპანტის ტანკი პირველად დავინახე ჩამესმა დეიდის ტირილი და სიტყვები, არ ვიცი შენი მშობლები ცოცხლები თუ დაბრუნდებიანო და ეს ის ხალხია ვინც ყველაზე მეტად მეამაყება! ასევე მინდა გითხრა, რომ მამაჩემი ვეტერანია და სადაც კი მტერს ფეხი დაუბიჯებია, ერთ-ერთი ბოლო ქართველი ყოფილა ვისაც კი ტერიტორია დაუტოვებია და ამის გამო ბავშვობის წლებში პრაქტიკულად ერთმანეთთან ურთიერთობასაც კი ნორმალურად ვერ ვახერხდებით. ჩემმა შვილმა კი სწავლა შეწყვიტა ერთი წლის განმავლობაში და სექტემბრის ბოლოს დაასრულა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქვეყნის წინაშე!

ჩემს პირად ემოციებზე და დამოკიდებულებებზე ქართული ჯარის მიმართ აქ შეგნებულად არ ვისაუბრებ და ვიტყვი მხოლოდ ერთს დიდება გმირებს! ყველაფერი საუკეთესო ჯარს!

ამ ღირებულებებთან მიახლოვებაც კი ჩემთვის პიროვნული შეურაცხყოფის ტოლფასია, რის უფლებასაც ვერავის მივცემ! გაითვალისწინე გიორგი რომ შენ ამის უფლება არ გაქვს.

ეს პოსტი არ გულისხმობს რომ ჩემი მხრიდან დამოკიდებულება შეიცვლება სახალხო დამცველის ოფისთან მუშაობაში, თუმცა პირადულ უსამართლო შეფასებას ყოველთვის მოყვება პირადი პასუხი. 

P.s ამ ფოტოზე არის საჩუქარი, რომელიც ცხოვრებაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია.

ვიტოვებ იმედს გიორგი რომ მსგავსი ქმედება შენგან ემოციური იყო და არა მიზანმიმართული“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner