logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ 300 კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები
- +

12 ნოემბერი. 2021. 20:37

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბოლო დროინდელ მოვლენებს.

 

მეგრელიშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას - საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ - ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა.

 

„როგორც უკვე არსებული პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება. ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას - საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ - ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა. ახლა ღარიბაშვილს ერთი და ალბათ მთავარი პირობა დარჩა შესასრულებელი - ვნახოთ როგორ შედეგებს მოუტანს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განვითარების 3 წელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს. დანარჩენზე აბა რა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მელია-ხაბეიშვილის 300 კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები,“ - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner