პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელარუსულმა მხარემ მიგრანტები ცრემლმდენი გაზით მოამარაგა და საზღვარზე ღობის გარღვევაში დაეხმარა.
„ღამით ქალაქ ჩერემხას მახლობლად ბელარუსმა სამხედროებმა დროებითი სასაზღვრო ღობის დემონტაჟი დაიწყეს. 100-მდე მიგრანტი იქვე საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაძლებლობას ელოდებოდა. ბელარუსულმა მხარემ ისინი ცრემლმდენი გაზით მოამარაგა, რომელიც მიგრანტებმა შემდეგ პოლონელი ძალოვნების წინააღმდეგ გამოიყენეს“, - აცხადებენ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის 219 მცდელობა დაფიქსირდა. დაკავებულია ერაყის სამი მოქალაქე და ერთი პოლონელი, რომელიც მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა.