logo_geo
eng_logo
ანა ფოტიგა სააკაშვილის საქმეზე: მე იმდენს ვამბობ, რამდენსაც საჭიროდ მივიჩნევ
- +

13 ნოემბერი. 2021. 20:52

 

 

 

„მე უკვე ვესაუბრე იუსტიციის მინისტრს და ჩემს ოფიციალურ პასუხსაც იქიდან შეიტყობთ. როგორც წესი, სწორედ იმდენს ვამბობ ხოლმე, რამდენსაც საჭიროდ მივიჩნევ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

„მე საერთოდ არ ვმანიპულირებ სიტყვებით. ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ. შეშფოთებული ვარ სააკაშვილის შიმშილობის ხანგრძლივობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, რომელიმე მხარის მხარდაჭერა. მე უბრალოდ მინდა საქართველოს დავეხმარო“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner