logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: გვარამიას გულზე მოხვდა ირაკლი კობახიძის განცხადება იმიტომ, რომ იგორ ივანოვის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილმა სააკაშვილმა რუსეთის ყველა სტრატეგიული ინტერესი გაატარა
- +

14 ნოემბერი. 2021. 00:02

 

 

 

,,ჩანჩურა გვარამიას, სერგო ორჯონიკიძის სულიერ შვილს და მიმდევარს, ძალიან მოხვდა გულზე ირაკლი კობახიძის განცხადება და ნეტავ რატომ? იმიტომ, რომ 100% სიმართლე რომ თქვა მის ბელადზე და იმ უბედურებაზე რაც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა?’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი კობახიძის წერილზე ნიკა გვარამიას განცხადებას.

 

როგორც ბოჟაძე წერს, გვარამია განსაკუთრებით გაღიზიანდა, რადგან კობახიძემ სიმართლე თქვა და ეს სიმართლე საქართველოში ყველამ კარგად იცის.

 

 

,,ჩანჩურა გვარამიას, სერგო ორჯონიკიძის სულიერ შვილს და მიმდევარს, ძალიან მოხვდა გულზე ირაკლი კობახიძის განცხადება და ნეტავ რატომ? იმიტომ, რომ 100% სიმართლე რომ თქვა მის ბელადზე და იმ უბედურებაზე რაც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა? იმიტომ რომ თქვა ის რაც საქართველოში ისედაც ყველამ დეტალურად ვიცით და მოსახლეობის 80% ეთანხმება? იმიტომ რომ იგორ ივანოვის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილმა მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთის ყველა სტრატეგიული ინტერესი გაატარა? დააკარგვინა ქვეყანას ტერიტორიის 20% და რუსეთს გადაუფორმა ენერგოობიექტების და ეკონომიკის უდიდესი ნაწილი? იმიტომ რომ საქართველო გაძარცვეს და ამ ფულით დღემდე ინახავენ უცხოელ ლობისტებს, მართულ მედიებსა და სამოქალაქო სექტორს? იმიტომ რომ წლებია ქვეყანას აჯანჯღარებენ და მუდმივი დესტაბილიზაციისკენ მიაქანებენ? არავინ დაუშვებს საქართველოში დესტაბილიზაციას, ქაოსს და რევოლუციას, არავინ!’’ - წერს ბოჟაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner