„გვაცალეთ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი და ქმედებები! საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ხელისუფლებაში მანიაკები და ავადმყოფები“, - ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე Facebook- ზე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გაჟღერებულ გამოხმაურებებს.
მისი თქმით, ამ სუბიექტთა ლობისტი ევროპარლამენტარები სახელს უტეხენ ბებერ კონტინენტს.
„მკაფიოდ და გასაგებად ითქვა პოლიტიკური პედოფილები საქართველოში ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან! ამ სუბიექტთა ლობისტი ევროპარლამენტარები სახელს უტეხენ ბებერ კონტინენტს! გვაცალეთ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი და ქმედებები! საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ხელისუფლებაში მანიაკები და ავადმყოფები!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.
დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა.