logo_geo
eng_logo
FBI-ს სერვერიდან ათობით ათას მეილზე ყალბი გაფრთხილება გაიგზავნა
- +

14 ნოემბერი. 2021. 10:13

 

 

გამოძიების ფედერალური ბიუროს სერვერიდან, 100 000-მდე მეილზე, კიბერთავდასხმის შესახებ ყალბი გაფრთხილება გაიგზავნა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

„სასწრაფოა: საფრთხე სისტემაში“ - ასეთი იყო მეილების დასათაურება. FBI მეილით (@ic.fbi.gov) ადრესატებს ატყობინებდა, რომ ისინი გამომძალველთა მაღალ დონეზე ორგანიზებული ჯგუფის - Dark Overlord-ის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ.

 

ჯერ უცნობია, ელექტრონული გზავნილები FBI-ს სერვერზე წვდომის მქონე პირმა გაგზავნა თუ მომხდარის უკან კიბერთავდამსხმელები დგანან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner