logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ნატო-ს თვითმფრინავებისა და გემების ესკორტირებით შემოიფარგლება
- +

15 ნოემბერი. 2021. 10:25

 

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უარი თქვა თავდაცვის სამინისტროს წინადადებაზე, შავ ზღვაში Nato-ს აქტივობის საპასუხოდ სამხედრო წვრთნების გამართვის შესახებ, რადგან მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია არ სურს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

პუტინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ Nato-ს  თვითმფრინავებისა და გემების ესკორტირებით შემოიფარგლება.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები შავ ზღვაში დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რაც მოსკოვისთვის სერიოზული გამოწვევაა. აშშ-ში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში მყოფი სამხედრო გემები რეგიონში ნატო-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. შავი ზღვის რეგიონში Nato-ს  სადაზვერვო თვითმფრინავების, სტრატეგიული ბომბდამშენებისა და სამხედრო გემების აქტივობის გამო, რუსეთმა უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner