საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 82 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 785 911 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 722 399 გამოჯანმრთელდა, 11 057 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 048 393 აცრა, დღიურად აცრილია 1 874.
ამასთან, 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, გარდაიცვალა 81.