logo_geo
eng_logo
ქვეყნები, სადაც 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა - BBC
- +

15 ნოემბერი. 2021. 11:12

 

 

 

კოსტა-რიკა არის პირველი ქვეყანა, სადაც ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას ბავშვებისთვის სავალდებულო იმუნიზაციის სიაში შეიტანენ. ქვეყანამ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას „ფაიზერთან", რომელიც 2022 წლის მარტიდან 12 წლის ქვემოთ ბავშვების აცრისთვის საკმარისი დოზებით მომარაგებას ითვალისწინებს. საუბარია 3.5 მლნ დოზაზე, რომლიდანაც 1.5 მილიონი 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის იქნება გამოყოფილი, დანარჩენი კი - ბუსტერდოზებს, ასაკოვან მოსახლეობასა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტებს მოხმარდება.

 

რა ვითარებაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ბავშვების ვაქცინაციის კუთხით

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ მაისში 12-დან 15 წლამდე მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაციის ნებართვა გასცა. მას შემდეგ, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები იმუნიზაციის პროცესს სხვადასხვა ტემპით ახორციელებენ.

14 ნოემბრიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო ავსტრიამაც. ვარაუდობენ, რომ დღეში 200 მოზარდის აცრას მოახერხებენ.

ყველაზე ვაქცინირებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ავსტრალიას უკავია, იანვრიდან კი 12 წლამდე ბავშვების აცრასაც დაიწყებენ.

5-დან 11 წლის ასაკამდე ბავშვების აცრა აქტიურად მიმდინარეობს აშშ-შიც, ხელისუფლება მილიონობით ბავშვის ვაქცინაციას გეგმავს. ქვეყანაში 12 წლის ზემოთ მოზარდებს უკვეე რამდენიმე თვეა ცრიან. ამერიკელი ექსპერტების თქმით, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად ამ ასაკობრივი კატეგორიის აცრა აუცილებელია.

 

რომელ ქვეყნებში ცრიან ბავშვებს და რომელ პრეპარატებს იყენებენ იმუნიზაციისთვის

„როიტერსმა“ გამოაქვეყნა ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს:

დანიაში  12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ ივნისში განაცხადეს;

საფრანგეთში   ბავშვებს ცრიან 12 წლიდან ზემოთ, მშობლების ნებართვით;

გერმანიაში  აგვისტოში მიიღეს გადაწყვეტილება, 12-17 წლის ასაკის მოზარდების ვაქცინაციის შესახებ;

ავსტრიაში  12-15 წლის მოზარდების აცრა მიმდინარეობს;

ესტონეთში  12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღეს;

უნგრეთმა 16-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია მაისში დაიწყო;

იტალიამ 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, 31 მაისს „ფაიზერის" ვაქცინა, ივლისში კი - 12-17 წლის მოზარდებისთვის „მოდერნას" პრეპარატი დაამტკიცა.

ესპანეთმა 12-17 წლის ასაკის მოქალაქეების აცრა დაიწყო;

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 12-15 წლის ბავშვებს გვიან შემოდგომიდან აცრიდნენ;

საბერძნეთმა 12-15 წლის ბავშვების აცრის დაწყებასთან დაკავშირებით ივლისში განაცხადა;

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ივნისში თქვეს, რომ მაღალი რისკის მქონე 12-15 წლის ბავშვებს აცრიდნენ;

ირლანდიამ 27 ივლისს ვაქცინაციის ასაკი 12 წლამდე დასწია;

პოლონეთი კორონავირუსის წინააღმდეგ 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებს ცრის;

გაერთიანებულ სამეფოში 19 ოქტომბერს განაცხადეს, რომ 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება;

შვეიცარიამ 12-15 წლის მოზარდებისთვის „ფაიზერი“ ივნისში, აგვისტოში კი „მოდერნაც“ დაამტკიცა;

ნორვეგიამ სექტემბერში „ფაიზერით“ 12-15 წლის ბავშვების აცრა დაიწყო;

ისრაელში 12 წლის მოქალაქების აცრა აგვისტოში დაიწყეს;

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 3-17 წლის ბავშვების აცრა „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყეს;

ბაჰრეინში 3-11 წლის ბავშვების იმუნიზაცია, ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს;

ინდონეზიაში 6 წლიდან ბავშვებს „სინოფარმით“ ცრიან;

მალაიზიაში 5-11 წლის ბავშვებს „ფაიზერს“ აძლევენ;

ინდოეთში Bharat Biotech-ის ვაქცინით 2-დან 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებს ცრიან;

ახალ ზელანდიაში, ივნისში, 12-15 წლის ბავშვების იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს;

ავსტრალიაში 12-15 წლის ასაკის მილიონამდე ბავშვის აცრის გადაწყვეტილება სექტემბერში მიიღეს;

ჩინეთში „სინოვაკით“ 5 წლის ზემოთ ბავშვებს ივნისის შემდეგ ცრიან;

სინგაპურში ვაქცინაციის პროგრამა 12-18 წლამდე მოზარდებში მოქმედებს;

იაპონიაში „ფაიზერის“ ვაქცინა 12 წლიდან ზემოთ გამოიყენება;

ფილიპინებზე, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიას „ფაიზერით“ ცრიან;

იორდანიაში 12 წლიდან ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ივლისში დაიწყეს;

მექსიკაში „ფაიზერით“ რისკჯგუფში მყოფი 12-17 წლის მოზარდები აიცრებიან;

ბრაზილიაში 11 ივნისს მიიღეს 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრის გადაწყვეტილება;

ჩილეში 6 წლიდან ზემოთ ბავშვებს „სინოვაკის“ ვაქცინით ცრიან;

აშშ-ის მარეგულირებელმა „ფაიზერი“ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში დაუშვა - ქვეყანა 28 მლნ ბავშვის აცრას გეგმავს;

კანადაში 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრის გადაწყვეტილება მაისში მიიღეს, მალე კი 5-11 წლისების ვაქცინაციის დაწყებასაც გეგმავენ;

კუბაში ბავშვებს 2 წლის ასაკიდან ცრიან;

არგენტინაში ბავშვების ვაქცინაცია 3 წლიდან იწყება „სინოფარმით“.

 

წყაროები:

https://www.bbc.com/news/world-latin-america-59162510

 

https://www.euronews.com/2021/11/13/vienna-to-begin-vaccinating-young-children-against-covid-19

 

https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/countries-vaccinating-children-against-covid-19-2021-06-29/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner