logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ექიმების ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს
- +

16 ნოემბერი. 2021. 10:10

 

 

„ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემა მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და მას სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner