ოპოზიციონერი დეპუტატი, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები უშედეგო აღმოჩნდება.
„ვინმე მეტყვის, რას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“? მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას? როგორ შეიძლება, რომ ეს მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იყოს? ეს აბსოლუტურად გაუგებარია და ზუსტად ვიცი, რითაც დამთავრდება ეს აქციები - არაფრით“, - აცხადებს ელისაშვილი.