„ვინაიდან აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას, რუსეთს ვთხოვთ, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას“, - განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა.
„ვინაიდან აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას, რუსეთს ვთხოვთ, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული 1997 წლის შეთანხმების საფუძველზე“, - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია და შეტაკებები გრძელდება. მათივე ცნობით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს შეტევა განახორცილეს და შეტაკებები ახლაც გრძელებდა.