logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მათ მიერ მოგონილი ნულოვანი ტოლერანტობა დღეს აღარ მოსწონთ
- +

17 ნოემბერი. 2021. 02:37

 

 

„დღეს რამდენიმე პოსტი შემხვდა ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით.

წესით ამ ფლანგვას პიჯაკების კი არა, "მკერდით ხატვის და კბენის მასაჟის", ან "ოქროს ძეწკვების და კულონების", ან "ბოტოქსების და სპა პღოცედურების", ან "ელიტური განცხრომის და გლოვოს თვითმფრინავით სუშის გამოძახების" საქმე შეგვიძლია ვუწოდოთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„რატომ ვწერ ახლა ამ პოსტს. ამ ელიტური განცხრომის საქმის პოსტებზე ბევრი ასეთი კომენტარი ვნახე:

- "მიშა თუ ჭამდა, ახლა არ ჭამენ?"

- "თუ ჭამდა, საქმესაც აკეთებდა. ახლა არაფერს აკეთებენ;"

- "სხვა გამოსაკიდებელი ვერაფერი ნახეთ?"

 

ასეთი აზროვნების ხალხს ევროპულ ღირებულებებზე აქვთ პრეტენზია, თავიანთ თავს "პრადვინუტებად" თვლიან.

წარმოგიდგენიათ, ამ 9 მილიონიანი სიიდან რომელიმე ევროპელ ლიდერს ერთი ნივთიც მაინც რომ ეყიდა ბიუჯეტის ხარჯზე?

ამათი ლოგიკით, თუ ჩინოსანი ან პოლიტიკოსი საქმეს აკეთებს, შეუძლია ბიუჯეტის ხარჯზე შვილს აიფონი უყიდოს, ცოლს ოქროს სამკაული, სუში თუ მოუნდა, ჩარტერული ბორტი გაგზავნოს და 100 ათასი ევრო ჰაერში გაისროლოს. ერთ სადილში ალბათ კადაფიც არ იხდიდა ამდენს.

ჰოდა, ვინც ასე ფიქრობთ, არაფერი გცხიათ იმ ღირებულებების, რასაც იწებებთ.

 

ვინც ამბობთ, რომ ამდენი მიითვისეს და 9 მილიონზე ედავებითო? გეთანხმებით. უფრო მეტი პრეტენზია უნდა წავუყენოთ იმ ყოფილ ჩინოსნებს, რომლებმაც მხოლოდ მედიაში, ამ 9 წლის მანძილზე, მილიარდზე მეტი დახარჯეს. საიდან?

თუმცა, თუ ეს 9 მილიონი აგერ ზედაპირზე დევს, იოლი დასამტკიცებელია და ამ კორუფციული ფლანგვის გამო, შესაძლოა კონკრეტული სასჯელი მიესაჯოს, არ უნდა მიიყვანონ ბოლომდე?

თანდართულ ფოტოზე 9 მილიონიანი ჩამონათვლის მცირე ამონარიდია. წაიკითხეთ ჩანონათვალი: ძეწყვი, კულონი, სამაჯური, მინანქარი და ა.შ.

 

ერთია რომ ბიუჯეტი ამოიდო საჯდომს ქვეშ, მეორეა, ადრეც დავწერე, დაარღვია სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კანონი საიდუმლო საქმისწარმოების შესახებ.

სააკაშვილის ადვოკატებმა და მედიამ კი 9 მილიონიდან ამოიღეს 56 ათასი ლარის 5 პიჯაკი და 2 პალტო და დაარქვეს "პიჯაკების საქმე".

ბავშვებს იჭერდნენ ბურთის მოპარვის გამო. დღეს მათ მიერ მოგონილი ნულოვანი ტოლერანტობა აღარ მოსწონთ.

შიმშილობის თემაზე არ ვაპირებ დაწერას, არც მის ჯანმრთელობაზე. ვიხილე რა პირობებშია. დანარჩენი ექიმების კომპეტენციაა. პოლიტიკური ნაწილი კი, მისი საქმეა.

 

ფაქტია ის, რომ არც თვითონ, არც მისი მომხრეები არ იაზრებენ რატომ არ სურს მოსახლეობას მათი რევანში. ესეც უამრავჯერ დავწერე.

სხვათაშორის, ადრე ავწიეთ ეს თემა, რატომ პირობას არ დებენ, რომ გადაყვანის შემთხვევაში, აქციებს არ მოაწყობდნენ და არ ეცდებიან მის გატსცებას. დღეს დაიწყეს უკვე სხვაგვარად ლაპარაკი. თურმე სიტყვას იძლევიან, რომ აქციებს არ მოაწყობენ, თურმე უკვე გორის ჰოსპიტალზეც ყაბულს არიან.

ასეთი სიტყვის დადება ადრე იყო საჭირო. ადრე კი, თვენახევარი იმაზე მსჯელობდნენ ე.წ. ბიბლიოთეკაში, როგორ დაეხსნათ სააკაშვილი.

თანაც, ისიც ხომ იკითხება, რომ ამ ხმაურით, მ.შ. შიმშილით ცდილობენ სასამართლო პროცესების დაჩრდილვას, დანაშაულების გადაფარვას.

რა პირობებიც მე-18 დაწესებულებაში ვიხილე, გადაყვანის თემა უბრალოდ აკვიატებაა“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner