logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე: ყველანი წარვსდგებით სამსჯავროზე როდესაც იქნება და რის თქმას აპირებთ იქ?
- +

18 ნოემბერი. 2021. 19:39

 

 

„ვინც მხარს უჭერდით და დღესაც უჭერთ ამ სიბოროტეს და გარეწრობას არ გეშინიათ?“, - ამის შესახებ ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„კადრები, რომელიც დღეს იხილა საზოგადოებამ, რაც ხდება იმ კადრებში არის:

ფსკერი,

სირცხვილი,

ბოროტება,

სიბნელე,

ცუდი,

ამაზრზენი,

გარეწრობა,

უზნეობა,

უნამუსობა,

არაკაცობა,

ეს ხდებოდა და ამაზე უარესი 21-ე საუკუნეში, ჩემს ქვეყანაში, ჩემს უსაყვარლეს საქართველოში რომლის არსებობისათვის,

სიცოცხლისათვის,

გადარჩენისათვის,

დღემდე მოტანისათვის,

ერის უდიდესმა და საუკეთესო ნაწილმა სიცოცხლე შესწირა!

შედეგად მივიღეთ ის რაც კადრებში ხდება?

ვეფხისტყაოსნის,

ხახულის ხატის,

სვეტიცხოვლის ერმა,

ამდენის მნახველმა და გადამტანმა, ვერაფრით ამიხსნია როგორ მოიყვანა კასტა, რომელიც თავისივე თანამემამულეს ამას და ამაზე გაცილებით უარესს უკეთებდა?

ვიღაც შეცდა?

მესმის,

მაგრამ დღემდე მხარს უჭერს - ჩემთვის ამოუხსნელია!

მე არასოდეს შემრცხვება რომ ქართველი ვარ, მე შემიძლია ეს სირცხვილიც ვატარო მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ჩემი იოტისოდენა მხარდაჭერა მათ და ვებრძოლო, რომ აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი რამ, მაგრამ თქვენ!!! ვინც მხარს უჭერდით და დღესაც უჭერთ ამ სიბოროტეს და გარეწრობას არ გეშინიათ?

ყველანი წარვსდგებით სამსჯავროზე როდესაც იქნება და რის თქმას აპირებთ იქ?

არ ვიცოდი,

არ მეგონა,

ვტყუვდებოდი,

მე მეგონა,

იქ არ გავა!

იქ ვერ მოიტყუებით!

იქ ვერაფერს დაფარავთ!

არც გკიცხავთ და არც არაფერს მოგიწოდებთ.

უბრალოდ ჩემი ემოცია დავწერე ძალიან დიდი ხნის თავშეკავების შემდეგ და აღარ ვაპირებ ამაზე კიდევ ერთხელ საუბარს!

P.S. კომენტარებში გთხოვთ თავი შეიკავოთ ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფისაგან!

აი ეს ხდებოდა ამ ქვეყანაში და ამაზე გაცილებით უარესი 2003-2012 წლებში!“, - წერს ბაკურაძე და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner