logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რამდენი არჩევნები წააგო გუბაზ სანიკიძემ ამ რვა წლის განმავლობაში?
- +

18 ნოემბერი. 2021. 19:59

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუბაზ სანიკიძემ თქვა, - ამ რვა წლის განმავლობაში მეშვიდე არჩევნები წავაგეთ ოპოზიციამო.

ახლა დავითვალოთ, ამ რვა წლის განმავლობაში რა არჩევნები ჩატარდა საქართველოში:

2013 - პრეზიდენტის არჩევნები;

2014 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;

2016 - პარლამენტის არჩევნები;

2017 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;

2018 - პრეზიდენტის არჩევნები;

2020 - პარლამენტის არჩევნები;

2021 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

2012-2016 წლებში გუბაზ სანიკიძე მმართველი კოალიციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. შესაბამისად, 2013 და 2014 წლებში ის ოპოზიციაში არ ყოფილა.

ყურადღება, შეკითხვა:

რამდენი არჩევნები წააგო გუბაზ სანიკიძემ ამ რვა წლის განმავლობაში?“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner