საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გუბაზ სანიკიძემ თქვა, - ამ რვა წლის განმავლობაში მეშვიდე არჩევნები წავაგეთ ოპოზიციამო.
ახლა დავითვალოთ, ამ რვა წლის განმავლობაში რა არჩევნები ჩატარდა საქართველოში:
2013 - პრეზიდენტის არჩევნები;
2014 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
2016 - პარლამენტის არჩევნები;
2017 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
2018 - პრეზიდენტის არჩევნები;
2020 - პარლამენტის არჩევნები;
2021 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
2012-2016 წლებში გუბაზ სანიკიძე მმართველი კოალიციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. შესაბამისად, 2013 და 2014 წლებში ის ოპოზიციაში არ ყოფილა.
ყურადღება, შეკითხვა:
რამდენი არჩევნები წააგო გუბაზ სანიკიძემ ამ რვა წლის განმავლობაში?“.