„ომამდე ერთი დღით ადრე 7 აგვისტოს“ წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე და 7 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოების მიერ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების მონახულების ფოტოს აქვეყნებს.
ეს სტატუსი „ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის მორიგ აღიარებად და თავისივე ხელმოწერილი ბრძანებულების დადასტურებად მიაჩნიათ.