logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: მივესალმები გუშინდელ ქმედებებს - იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული
- +

20 ნოემბერი. 2021. 18:57

 

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, 19 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და პროცესს დადებითად აფასებს.

 

„მივესალმები გუშინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ. ასევე, ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის დასრულებას. იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. საკვანძო საკითხებად რჩება ძირითადი უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი“, - წერს კარლ ჰარცელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner