logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას, არ ხდება არც ერთი კომპონენტის დაცვა - იქნება ეს მონაცემები და გვექნება ეს ტალღები
- +

21 ნოემბერი. 2021. 14:14

 

 

„ქვეყნის მოსახლეობის 46 %, ბავშვების ჩათვლით არაიმუნურია, ანუ ინფექციის მიმღებია, შესაბამისად გამავრცელებელი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37 % და კიდევ უფრო დაბლა მოდის.

 

„მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ არის დაცული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა - ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები. სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა, ამ ვირუსთან ბრძოლის 2 გზაა, ერთი, ან უნდა მკაცრი რეგულაციები იყოს და უნდა დაიცვა ეს რეგულაციები, ანუ მობილობა უნდა შეამცირო მაქსიმალურად და მეორეა ვაქცინაცია, არც ერთი კომპონენტის დაცვა, რომელზეც ვსაუბრობ, არ ხდება ქვეყანაში და რანაირად გვინდა. რომ მონაცემები შემცირდეს?! იქნება ეს მონაცემები და გვექნება ეს ტალღები“, - განაცხდა ამირან გამუყრელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner