logo_geo
eng_logo
მეუფე სტეფანე: ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა
- +

21 ნოემბერი. 2021. 15:35

 

 

„ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა. აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა“, - ასე შეაფასა დღეს წაჩხურუს მონასტერში განვითარებული მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა.

 

მეუფემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მრევლს სიმშვიდისკენ და ურჩია, დაემორჩილოს საეკლესიო კანონებს.

 

„მე ამ ხალხსაც ყოველ ნაბიჯზე, მთელი გულით ვლოცავ. მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ, უფლის გზა დაინახონ და უფალთან მივიდნენ, რადგან ახლა რასაც ისინი აკეთებენ, არის, უბრალოდ, საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება, ვიღაცას საპროტესტო აქცია მოსწონს თავისი შინაარსით, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა. აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვითა და სიყვარულით გამოხატონ. მე არავის არ ვებრძვი, მათთვის, მათი ოჯახებისთვის სიკეთე და ყველაფერი კარგი მინდა. მინდა, რომ ისინი ღვთის წინაშე, სიმართლით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ, იყვნენ ეკლესიაში და იყვნენ ღვთის წინაშე მადლითა და წყალობით. მათთვის ცუდი არ მინდა. ღმერთმა და მთავარანგელოზმა მისცენ მათ მადლი, რომ ეს გააკეთონ“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner