logo_geo
eng_logo
მთაწმინდაზე ანზორ ერქომაიშვილის საფლავის მოწყობა დასრულდა
- +

21 ნოემბერი. 2021. 17:12

 

 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქართველი მოღვაწის, ყველასათვის საყვარელი ლოტბარისა და კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი მოეწყო.

 

საფლავი მოქანდაკე გია ჯაფარიძისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას პროექტის შესაბამისად გაკეთდა.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნასა და მის განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner