logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: თავი დავანებოთ კონტროლსა და შიშს, ჩვენ თვითონ უნდა შევიგნოთ, რომ წესების დაცვა ჯობია
- +

21 ნოემბერი. 2021. 18:21

 

 

ამირან გამყრელიძის თქმით, შესაბამისი სამსახურები „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლებთან ბევრ შეხვედრას მართავენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრების მონაწილეებს უხსნიან, რომ ეს კონცეფცია ახალი არ არის და პანდემიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას ყველა სახელმწიფო იყენებს.

 

„ბევრს უნდა და ბევრი დადებითად არის განწყობილი, მაგრამ არიან ისინი, ვინც წინააღმდეგები არიან. შესაბამისი სამსახურები - დასაქმების, შრომის უსაფრთხოების, სხვადასხვა მარეგულირებლები მათ შერჩევითად გააკონტროლებენ. რა თქმა უნდა გაკონტროლდება, მაგრამ ეს იქნება შერჩევითი კონტროლი. მაგრამ თავი დავანებოთ კონტროლსა და შიშს, ჩვენ თვითონ უნდა შევიგნოთ, რომ {წესების დაცვა} ჯობია. ყველაზე კარგი არის თვითშეგნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner