ჩილეს მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის არჩევნებში ჩაერთო. მათ 155 დეპუტატი უნდა აირჩიონ. პრეზიდენტობისთვის არ იბრძვის ქვეყნის ამჟამინდელი პირველი პირი, რადგან ადგილობრივი კონსტიტუცია კრძალავს უმაღლესი საჯარო თანამდებობის დაკავებას ზედიზედ ორი ვადით.
პრეზიდენტობისთვის სულ 7 კანდიდატი იბრძვის. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 35 წლის გაბრიელ ბორიკია მემარცხენე კოალიციიდან. წინასწარი გამოკითხვებით, მასთან ერთად, ფავორიტია ხოსე ანტონიო კასტი ულტრამემარჯვენე რესპუბლიკური პარტიიდან.
ბოლო გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 24% მზადაა, ხმა მისცეს კასტის, 19% ბორიკს უჭერს მხარს. არჩევნებში გასამარჯვებლად, კანდიდატს ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი სჭირდება პირველი ტურის მოსაგებად. დიდი ალბათობით, ამას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური 19 დეკემბერს გაიმართება.