„ყველამ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ უჭერენ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს თავს ღიად ესხმოდა, ასევე დასავლურ ინსტიტუტებს, ესაა „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ არასამთავრობო სექტორის აქცენტების შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით „ნაცმოძრაობა“ მთელი თავისი არსებობის მანძილზე, გამოირჩეოდა იმით, რომ პირდაპირ უპირისპირდებოდა არა მხოლოდ დასავლურ ინსტიტუტებს, არამედ ყველა იმ ღირებულებას რასაც ეფუძნება დასავლური სამყარო.