logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ისე არ მოხდეს, დაიწეროს დასკვნა, რომ ექს-პრეზიდენტი საჭიროებს გადაუდებელ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და ამგვარი კლინიკა საქართველოს ფარგლებს გარეთაა...
- +

22 ნოემბერი. 2021. 01:19

 

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საინტერესოა, ნაცტელევიზიები თუ გვაუწყებენ ფსიქიატრის შეფასებებს. აქამდე პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა დეტალი ხომ გაგვიმხილეს“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

ისე არ მოხდეს, რომ დაიწეროს დასკვნა, რომ ექს-პრეზიდენტი საჭიროებს გადაუდებელ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას და ამგვარი კლინიკა საქართველოს ფარგლებს გარეთაა...

თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ხუხულასავით ჩამოიშლება ის ტრაგიკომიკურად შეთითხნილი იმიჯი სექტის ბელადის "არამიწიერ", "ეპოქალურ" "მისიონერობაზე".

ცნობისათვის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომხმარებელი (პაციენტი) არის პირი, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა (შიზოფრენია, შიზოტიპური ან ბოდვითი აშლილობა, შიზოაფექტური აშლილობა, გუნებგანწყობის (აფექტური) აშლილობა, ობსესიურ- კომპულსიური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება და დემენცია)....“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner