საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 814 097 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 755 229 გამოჯანმრთელდა, 11 553 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 097 159 აცრა.
ამასთან, 21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 772 პაციენტი, გარდაიცვალა 76.