logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ
- +

22 ნოემბერი. 2021. 11:39

 

 

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია ათასობით და ათიათასობით შევქმნათ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მთავრობა უკვე მუშაობს.

 

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. მათი დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანია. დღეს, ისინი, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, არ არიან მოტივირებულნი სამუშაოს დასაწყებად. უამრავი მაგალითი ვიცით, თუ ადამიანი ტელევიზორს ან მაცივარს შეიძენს, ქულები აკლდება და სოციალური დახმარება უწყდება. ისინი არ არიან მოტივირებულნი, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებისთვის და დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ეს არის კატასტროფა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ მინიმუმ ის დახმარება, რომელიც მათ დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, და ამას გარდა, შეძლონ ახალი სამუშაო ადგილების მოძიება, დამატებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner