ბესო ზანგური: ჩემს სიცოცხლეში პირველად, პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი
-
+
23 ნოემბერი. 2021. 01:20
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მსახიობი ბესო ზანგური ეხმაურება.
„ირაკლი ღარიბაშვილი – ეს იყო ჩემს სიცოცხლეში პირველად, როდესაც პრემიერ-მინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ, კერძოდ:
1.იკრძალება ონლაინ კაზინო;
- ბარიერი აიწევა 25 წლამდე;
- იკეტება და იკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტები და მკაცრად გაკონტროლდება ნარკომანია. არა როგორც დანაშაული და ციხით, ცემა, წამებით, არამედ მკურნალობით… დასაქმებით! აი, ეს არის ჩემი პრემიერი, აი, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის სურნელი“, – წერს ზანგური სოცქსელში.