საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გლდანის ციხეში შესახლებისას სააკაშვილს ნაცემ-ნაწამებისა არაფერი ეტყობა, ხოლო პენიტენციურ სამსახურს თავისი პროტოკოლი აქვს, როცა მსჯავრდებული მოთხოვნებს არ ემორჩილება!
მარიამ ჯიშკარიანმაც, ნინო ლომჯარიამაც და სხვებმაც გაიკითხონ, როგორ ექცევიან ურჩ მსჯავრდებულებს ამერიკაშიც და ევროპაშიც, - პლასტმასის ხელბორკილით ბოჭავენ და სულ კინწისკვრით მიჰყავთ, და არა სააკაშვილივით ხელში აყვანილი, ციმციმ!“, - წერს მძინარაშვილი.