ამირან სალუქვაძე: კორუფციასთან "მებრძოლები", რა ქონებით მოხვედით და შეადარეთ ახლა რას ფლობთ?
-
+
24 ნოემბერი. 2021. 02:21
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად გაამართლეთ იმ ათასობით ადამიანის იმედები, რომლებიც 2003 წლის 23 ნოემბერს რუსთაველზე იდგნენ, 5 კითხვას უპასუხეთ:
- რა უყავით მედიას და სიტყვის თავისუფლებას?
- რა უყავით ადამიანის უფლებებს?
- რამდენად უკან დახიეთ ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ?
- რა უთხარით 40 წელზე მეტი ხნის ადამიანებს?
- კორუფციასთან "მებრძოლები", რა ქონებით მოხვედით და შეადარეთ ახლა რას ფლობთ?
მაინც გააგრძელებთ მტკიცებას, რომ ევროპის გზაზე იდექით და დგახართ. ვრცელ ანალიზად არ ღირს.
(წინა პოსტში მეწერა ეს 5 პუნქტი და იყოს ცალკეც)“.