logo_geo
eng_logo
ტიტე აროშიძე: ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, „ქართული ოცნებისთვის“ არის ადამიანური ტრაგედია, „ნაცმოძრაობისთვის“ ეს არის პოლიტიკით თამაში
- +

25 ნოემბერი. 2021. 21:54

 

 

„ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ფაქტით აპელირება ყველა მორალურ ზღვარს სცილდება. ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, „ქართული ოცნებისთვის“ არის ადამიანური ტრაგედია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკით თამაში“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ ხავსს ეჭიდება, რომ შეინარჩუნოს და დაიწეროს ის პოლიტიკური ქულები, რომელსაც ასეთი საქციელით ახდენენ.

 

ჩვენს ინტერესში შედის გამოძიების სრულყოფილად ჩატარება, რომელიც გასცემს აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხს. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ფაქტის ავთენტურობას, იყო თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, თუმცა მის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძისადმი ამ ჩანაწერში არ ფიქსირდება. ამასთან, ის პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, არ ასოცირდებიან „ქართულ ოცნებასთან“. ბათუმის არცერთი შტაბის წევრს შეხება არ ჰქონია აღნიშნულ პირებთან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველას გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს“, - განაცხადა აროშიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner