logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილის მომხრეებიც ეგუებიან, რომ ის არის ციხეში და იქ დიდი ხნით მოუწევს ჯდომა
- +

2 დეკემბერი. 2021. 18:22

 

 

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს გარეთ იკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. მისი მომხრეებიც ეჩვევიან და ეგუებიან, რომ სააკაშვილი არის ციხეში და იქ დიდი ხნით მოუწევს ჯდომა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც ეს ჯერ ბოლომდე ვერ გააცნობიერა, არის სააკაშვილი, ოღონდ მასაც მოუწევს ამის გაცნობიერება, იმიტომ რომ 6 წელი ცოტა ნამდვილად არაა.

 

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს გარეთ იკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. მისი მომხრეებიც ეჩვევიან და ეგუებიან, რომ სააკაშვილი არის ციხეში და იქ დიდი ხნით მოუწევს ჯდომა. ერთადერთი, ვინც ეს ჯერ ბოლომდე ვერ გააცნობიერა, არის სააკაშვილი, ოღონდ მასაც მოუწევს ამის გაცნობიერება, იმიტომ რომ 6 წელი ცოტა ნამდვილად არაა. დღეს მას უთქვამს, რომ აქვს 4 საათი დასაკარგი დრო. სააკაშვილს აქვს ძალიან ბევრი დრო იმისთვის, რომ იფიქროს საკუთარ დანაშაულებზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, სანდრო გირგვლიანზე, სამგორის ბაზართან დახვრეტილ ბიჭებზე, ციხეებში მოკლულ ადამიანებზე. დღეს მან თქვა, რომ თითქოს მისი მეუღლის დამსახურება იყო ტუბერკულოზთან ბრძოლა და მე უბრალოდ გავიმეორებ ციფრებს: სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხეებში ყოველწლიურად ვლინდებოდა ტუბერკულოზის 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ იკურნებოდა. საქართველოსა და რუსეთის ციხეები მსოფლიოში პირველ ადგილზე იყვნენ ციხეებში ქრონიკული ტუბერკულოზის რაოდენობით. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პირველივე წელს 2000-დან 60-მდე ჩამოვიყვანეთ ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები, იმის შემდეგ კი მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს და ქსანში შესაბამისი დაწესებულებაც კი დავხურეთ, რამეთუ მისი აუცილებლობა აღარ არსებობდა“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner