logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უამრავი ადამიანია, რომელსაც არ ეგონა, რომ სასჯელი შეეხებოდა, მაგრამ დიახ, ისინი აგებენ პასუხს
- +

2 დეკემბერი. 2021. 18:42

 

 

„ვინც დესტაბილიზაციას შეეცდება, ის აგებს პასუხს კანონის შესაბამისად. არც ძალიან მკაცრად, არც რბილად, არც ლიბერალურად, არც კონსერვატიულად - ჩვეულებრივად, როგორც კანონი მოითხოვს, ისე აგებენ პასუხს და ამას მგონი თვითონაც ნელ-ნელა ეგუებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილმა კი არა, გაცილებით დიდმა დიქტატორებმა მოიხადეს სასჯელი.

 

„უამრავი ადამიანია, რომელსაც არ ეგონა, რომ სასჯელი შეეხებოდა, მაგრამ დიახ, ისინი აგებენ პასუხს. სააკაშვილისგან, მისი მომხრეებისგან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ ისინი მინიმუმ 30 წელი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ზუსტად ამიტომ ჩადიოდნენ ასე უკონტროლოდ ამდენ დანაშაულს - მათ ეგონათ, რომ ვერავინ მოერეოდა, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა თავისი ადგილი. ეს ადგილი ზოგისთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არის ციხეში, ზოგის ისტორიული და პოლიტიკური პროცესების მიღმა. შემთხვევითი არ იყო არც ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მეგის ქარდავა და თვითონ ამ რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილი აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე - ორივეს მოუწევს სასჯელის მოხდა“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner