logo_geo
eng_logo
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისთვის, საქართველოს ცესკო-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა
- +

2 დეკემბერი. 2021. 18:57

 

 

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა, რომლებიც 28 ნოემბერს ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდნენ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმისთვის.

 

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც ყირგიზეთმა მრავალი წლის მანძილზე დააგროვა.

 

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების ორგანიზებისას ქვეყანაში მაღალპროფესიულ დონეზე იყო გათვალისწინებული პანდემიის პირობები და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმები.

 

28 ნოემბერს ყირგიზეთში ჩატარებულ არჩევნებს არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია, მათ შორის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა. ისინი დღის განმავლობაში ბიშკეკში აკვირდებოდნენ კენჭისყრის მიმდინარეობას. მათ ასევე გაუწიეს მონიტორინგი უბნების დახურვასა და ხმის დათვლას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner