logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სააკაშვილის პარიზელი სტილისტის მომსახურება ბიუჯეტს 125 ათასი ლარი დაუჯდა
- +

3 დეკემბერი. 2021. 01:26

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ეს ალი კამალია, სააკაშვილის პარიზელი სტილისტი.

▪️ ავხსნი, კორუფციის გარდა, სხვა ნიუანსებს:

  1. მისი მომსახურება ბიუჯეტს 125 ათასი ლარი დაუჯდა. ამ თანხიდან დიდი ნაწილი ვალუტის სახით გავიდა ქვეყნიდან, ანაზღაურების სახით, რომელიც არ დაიბეგრა. 10 ლარის გამო ხალხს იჭერდა, ჩეკების ამორტყმაზე ლატარეას ათამაშებდა. თავად კი სტილისტების, მასაჟისტების, მზარეულების ანაზღაურების კოლოსალურიბთანხები დაუბეგრავად, ხელზე, შავად გადაიხადა.
  2. აქაურ სტილისტთან კვირაში ერთხელ რომ შეეჭრა და 50 ლარი გადაეხადა, რაც იმ წლებში ძალიან სოლიდური ანაზღაურება იქნებოდა, როცა მამაკაცის შეჭრა 4-5 ლარი ღირდა, 2509-ჯერ შეიჭრიდა თმას, 52 წლის განმავლობაში.
  3. ამიტომ მოიგონეს პიარული სახელი "პიჯაკების" საქმე. სინამდვილეში შეგვიძლია "ალი კამალის საქმეც" ვუწოდოთ“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner