„ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი ქონება სახელმწიფოს მოახმარა. სააკაშვილმა კი - სახელმწიფო ბიუჯეტი პირად ინტერესს უნდა მოახმაროს სახელმწიფო მოღვაწემ და ასეც ვიქცეოდიო“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ორი მსოფლმხედველობა, ორი სამოქალაქო პოზიცია - განსხვავება უზარმაზარია, „შუა უზის დიდი ზღვარი“.
ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ან პატარკაციშვილის პოზიცია, ცხოვრებისეული თუ პოლიტიკური, ვერ მოეწონებათ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ბიუჯეტი პირადი, მათ შორის ინტიმური მოხმარების საფულეა „სახელმწიფო მოღვაწის“ ხელში“, - წერს ტალიაშვილი.