logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
- +

3 დეკემბერი. 2021. 13:13

 

„ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება, ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

 

„ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა. მომდევნო წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად, 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისისა და ახალი მომსახურებების დაფინანსება.

 

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული, თანასწორი პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner