logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ამერიკისთვის პოლემიკა სიახლე არ არის, ჩვენ გვიკვირს, რომ სხვადასხვა აზრი შეიძლება გვქონდეს
- +

3 დეკემბერი. 2021. 13:29

 

„ამერიკისთვის პოლემიკა სიახლე არ არის, ჩვენ გვიკვირს, რომ სხვადასხვა აზრი შეიძლება, გვქონდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კელი დეგნანის განცხადებისა და ირაკლი კობახიძის მიერ ამ განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„რატომღაც თავდასხმად აღიქმება ის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირო, რატომღაც შენი პოზიცია რომ წარმოადგინო. თქვენი პარტიის ლიდერები კელი დეგნანს პიროვნულ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, ეს თითქოს არაფერს ნიშნავს. პრინციპზეა საუბარი. როცა ქვეყანას ერთი პარტია მართავს, ვთქვათ, ამერიკაში რესპუბლიკური ან დემოკრატიული პარტია, ეს არანაირად არ ნიშნავს ხელისუფლების უზურპირებას, რადგან სხვა პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია, უშველებელი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ მინისტრს პასუხი მოსთხოვონ. მაგრამ როდესაც საქართველოში, პარლამენტში მინისტრი პარლამენტში მოდის და ანგარიშს აბარებს, სხდომათა დარბაზის მარჯვენა ფლანგზე ოპოზიცია არ ჩანს. მათ მუშაობა არ უნდათ და საბოტაჟის რეჟიმში არიან, თორემ არსებული რეგლამენტითა და კონსტიტუციით, რომელიც სხვათა შორის „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ იმუშავეს, რასაკვირველია, გაცილებით მეტი მექანიზმი და ბერკეტები გააჩნია ოპოზიციას, ვიდრე ოდესმე გააჩნდა. ოპოზიციას არავინ ემუქრება, რომ ბალნეოლოგიურ დაწესებულებაში წაიყვანენ და დაზელავენ, თუ სცემენ, მათ ფიზიკურად არავინ უსწორდება. ირაკლი კობახიძე რაზეც საუბრობს, სწორია. ამერიკისთვის პოლემიკა სიახლე არ არის, ჩვენ გვიკვირს, რომ სხვადასხვა აზრი შეიძლება, გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს“.

 

ამასთან, თავის მხრივ, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 

„მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner