„მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე ვერანაირი რეაქცია ვერ მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დაკავებული არიან კორუფციის გამოვლენის საკითხებით და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პოზიციები ძალიან მძიმე იყო ზოგიერთის მხრიდან, ზოგიერთის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
„ვგულისხმობ იმას, თითქოს, საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსება შეიძლება გამართლდეს, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი და ამიტომ მას საიდუმლო ხარჯებით შეეძლო, მისი შვილის დაფინანსება. ეს არის აბსურდი და კორუფციის ტიპური მაგალითი. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან ამ ყველაფრის გამართლება მოვისმინეთ სხვადასხვა მიზეზით. გამართლება მოვისმინეთ, თითქოს, შეეძლო, ბიზნესმენებისგან დაფინანსება მოეთხოვა. როგორც ჩანს, ბიზნესის რეკეტი ნაკლებ დანაშაულად მიაჩნიათ. სამწუხაროდ, ვერანაირი რეაქცია ვერ მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დაკავებული არიან კორუფციის გამოვლენის საკითხებით და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით. ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია. მას შემდეგ, რაც მედიის მიერ პირდაპირი დეზინფორმაცია და კორუფციის გამართლების მცდელობა წავიდა, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წესით, დეზინფორმაციას უნდა ებრძოდნენ, არანაირი განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.